საბა კვირკველია „დინამო თბილისში“ ითამაშებს  #1TVSPORT
საბა კვირკველია „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT

საბა კვირკველია  „დინამო თბილისში“, ითამაშებს, რომელიც მოლაპარაკებას ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელთან აწარმოებს, – ინფორმაციას LaGazzetta.ge ავრცელებს.

საბა კვირკველიამ გასული სეზონი საუდის არაბეთის „ალ აჰდუდში“ ჩაატარა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კლუბი დატოვა და უგუნდოდ დარჩენილი ფორმის შენარჩუნებას ბოლნისის  „სიონში“ ვარჯიშით ცდილობდა.

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, 32 წლის მცველი (რომელიც ვილი სანიოლმა სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებზე უთამაშებლობის გამო არ გამოიძახა) „დინამოში“, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ასევე არის ინფორმაცია, რომ თბილისური კლუბი მოლაპარაკებებს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელთან, ნიკა კვეკვესკირთან აწარმოებს, თუმცა მას გორის „დილაშიც“ იწვევენ.