საბა გოგლიჩიძის პირველი დიდი აღიარება - ფეხბურთელი ევროპის წამყვანი ხუთი ლიგის 21-წლამდელთა თვის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე ევროპის წამყვანი ხუთი ლიგის 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ფეხბურთელები პორტალმა Sofascore-მა შეარჩია. ქართველი მცველი თერთმეტეულში ჯუდ ბელინგემთან და ლამინ იამალთან ერთადაა.
საბა გოგლიჩიძე იტალიის სერია A-ს ბინადარ „ემპოლიში“ ზამთარში გადავიდა. მართალია, პირველად 31 აგვისტოს „ბოლონიას“ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ იმდენად დამაჯერებელი იყო, მას შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ ოთხჯერ გამოჩნდა.
20 წლის მცველი ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია და 7 სექტემბერს ერთა ლიგაზე ჩეხეთთან შეხვედრაში ათამაშა.