საბა გოგლიჩიძემ გრანდთანაც ძირითადში ითამაშა - „ემპოლი“ შინ ტურინის „იუვენტუსს“ დაუზავდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძემ იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორედ ითამაშა. „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.
20 წლის ქართველმა მცველმა იტალიის სერია A-ში სადებიუტო მატჩი წინა ტურში ჩაატარა და ამის შემდეგ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა. ამჯერადაც „ემპოლის“ მწვრთნელმა, რობერტო დავერსამ საბა სასტარტო თერთმეტეულში დააყენა და გოგლიჩიძემ ნდობა გაამართლა. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.0 ქულა მიიღო.
ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ამ მატჩის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა და სერია A-ში გამართული ოთხი ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.
„ემპოლის“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა საბა საზონოვი.