საბა ფურცელაძე და თამარ გაგოშიძე ფინალის საგზურისთვის ითამაშებენ | ალექს მეტრეველის თასი
თელავში მიმდინარე ალექს მეტრეველის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე (Alex Metreveli Cup), 30 ქვეყნის ასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
დღეს, 12 ივლისს, ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალური და წყვილთა თანრიგის ფინალური მატჩები გაიმართება. საბა ფურცელაძე ნახევარფინალში ყაზახ დანილ ოზერნოის დაუპირისპირდება, ხოლო გოგონებში თამარ გაგოშიძე საფრანგეთის წარმომადგენელ ჰელენ კერესელიძეს შეხვდება.
წყვილთა თანრიგის ფინალურ მატჩში კი, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი თამარ გაგოშიძე და ნინო ნაცვლიშვილი, რუსულ სომხურ წყვილს დაუპირისპირდებიან.