საბა ბუაძე - კონსულტაციები მიმდინარეობს ყველა პარტიასთან, ოპოზიციას აქვს ერთიანი ამოცანა, ხელისუფლება არჩევნების გზით და მშვიდობიანად შეიცვალოს
საბა ბუაძე - კონსულტაციები მიმდინარეობს ყველა პარტიასთან, ოპოზიციას აქვს ერთიანი ამოცანა, ხელისუფლება არჩევნების გზით და მშვიდობიანად შეიცვალოს

„ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

„კოსულტაციები მიმდინარეობს ყველა პარტიასთან. ოპოზიციას აქვს ერთიანი ამოცანა, მოხდეს ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით და მშვიდობიანად. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვურთიერთობთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებთანაც გვაქვს განსხვავებები. ამ პარტიებს საზოგადოება მხარს უჭერს და მათ ჩვენ განვიხილავთ სამომავლოდ კვალიფიციურ პარტნიორებად. ამას ემსახურება ჩვენი კონსულტაციებიც.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მის ინტერესებშიც არის, რომ იმ კითხვის ნიშნებს გაეცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ არსებობს. ეს არის სწორი პოზიცია და მისი გათავისუფლება ვერ მოაგვარებს იმ კითხვის ნიშნებს, რომლებიც არსებობს. ამიტომაც უნდა იყოს გამონახული ისეთი მექანიზმი, რომელიც მართლმსაჯულების ინტერესსაც დააკმაყოფილებს და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესსაც“, – განაცხადა საბა ბუაძემ.