რვა ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე იუბილარია
რვა ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე იუბილარია

1 თებერვალს ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე 51 წლის გახდა.

იგი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია რომელიც რვა ოლიმპიური თამაშების მონაწილეა და წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მაისურით რიგით მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ნინო სალუქვაძემ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და პირველი ქართველი ათლეტი იყო ვინც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

იგი სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეორე პრიზიორია. ნინო 19 წლის იყო, როდესაც 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები 25 და 10 მეტრიანი ნიშნულიდან სროლის შედეგად მოიპოვა.

პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ცხრაგზის გამარჯვებული, მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

რიო-დე-ჟანიეროში 2016 წელს ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი იყვნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.

ნინო სალუქვაძის პირადი მწვრთნელი მამა ვახტანგ სალუქვაძეა.

ნინო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია.