რვა მოგებით ალბანეთთან - ძველი დაპირისპირება გრძელდება [ისტორიული ვიდეო] #1TVSPORT

ალბანეთის ნაკრები, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდი წლის მეორე ამხანაგურ მატჩში 29 მარტს ტირანაში დაუპირისპირდება, ფიფა-ს რეიტინგში ჩვენზე წინ მყოფი ის იშვიათი ნაკრებია, რომელთანაც „ჯვაროსნებს“ დადებითი ბალანსი აქვთ – მათ 14-ჯერ შეხვდნენ, ქართველებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს, ბურთების სხვაობაც ჩვენი ნაკრების სასარგებლოდაა – 23:13.

ალბანეთი პირველი ნაკრებია, რომელთანაც „ჯვაროსნებმა“ გასვლაზე პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო – 1994 წლის წლის 14 დეკემბერს, ტირანაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბალკანელები შოთა არველაძის მიერ მე-18 წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხეს.

ალბანეთს უკავშირდება ერთი უცნაური ისტორიაც, რომლის გამოც ჯაბა კანკავას ნაკრებში 101-ე მატჩი არ ჩაეთვალა. 2013 წლის 6 თებერვალს, ტირანას სტადიონ „ქემალ სტაფაზე“ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა საქართველომ 2:1 მოიგო. მაგრამ ფიფა-მ ეს მატჩი ოფიციალური შეხვედრების სიიდან ამოიღო, რადგან მეტოქეებმა დადგენილი 6-6 შეცვლის ნაცვლად, ლიმიტს გადააჭარბეს – ალბანელებმა 8 ფეხბურთელი შეცვალეს, ქართველებმა – 7.

შეგახსენებთ, რომალბანეთმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

დაპირისპირებების ისტორია

ალბანეთი – საქართველო 0:1

1994 წელი. 14 დეკემბერი. ტირანა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 19000 მაყურებელი.

გოლი: 0:1 შოთა არველაძე (18)

 

საქართველო – ალბანეთი 2:0

1995 წელი. 26 აპრილი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 25000 მაყურებელი.

გოლები: 1:0 შოთა არველაძე, 2:0 ქეცბაია (41)

 

საქართველო – ალბანეთი 3:0

1998 წელი. 8 თებერვალი. მალტა. ლა-ვალეტა. “ტა-ქალი”. 750 მაყურებელი.

გოლები: 1:0 ქეცბაია (19), 2:0 ყაველაშვილი (29), 3:0 იაშვილი (71)

 

საქართველო – ალბანეთი 1:0

1998 წელი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 35000 მაყურებელი.

გოლი: 1:0 არჩილ არველაძე (66)

 

ალბანეთი – საქართველო 2:1

1999 წელი. 9 ოქტომბერი. ტირანა. “ქემალ სტაფა”. 8000 მაყურებელი.

გოლები: 1:0 რაკლი (30), 2:0 კოლა (36), 2:1 შოთა არველაძე (53)

 

საქართველო – ალბანეთი 3:0

2003 წელი. 6 სექტემბერი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 15000 მაყურებელი.

გოლები: 1:0 შოთა არველაძე, 2:0 აშვეთია (17), 3:0 შოთა არველაძე (43)

 

ალბანეთი-საქართველო 3:1

2003 წელი. 10 სექტემბერი. ტირანა. “ქემალ სტაფა”. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 10500 მაყურებელი.

გოლები: 1:0 პასი (51), 2:0 ტარე (53), 2:1 შოთა არველაძე (63), 3:1 ბუში (80)

 

საქართველო – ალბანეთი 2:0

2004 წელი. 8 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 20000 მაყურებელი.

გოლები: 1:0 იაშვილი (15), 2:0 დემეტრაძე (90+1)

 

ალბანეთი – საქართველო 3:2

2005 წელი. 4 ივნისი. ტირანა. “ქემალ სტაფა”. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. უმაყურებლოდ.

გოლები: 1:0 ტარე (6), 2:0 სკელა (33), 3:0 ტარე (56), 3:1 ბურდული (85), 3:2 კობიაშვილი (90+4)

 

ალბანეთი-საქართველო 0:0

2006 წელი. 22 მარტი. ტირანა. “ქემალ სტაფა”. 2000 მაყურებელი.

 

ალბანეთი – საქართველო 1:1

2009 წელი. 10 ივნისი. ტირანა. “ქემალ სტაფა”. 2000 მაყურებელი.

გოლები: 0:1 დვალიშვილი (2), 1:1 აგოლი (58)

 

საქართველო-ალბანეთი 2:1

2012 წელი. 29 თებერვალი. 18:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17000 მაყურებელი

გოლები: 0:1 ჩანი (3), 1:1 კობახიძე (48), 2:1 ამისულაშვილი (87).

29-ე წუთზე დვალიშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე). 87-ე წუთზე თარგამაძემ ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)

 

ალბანეთი – საქართველო 1:2

2013 წელი. 6 თებერვალი. ტირანა. სტადიონი „ქემალ სტაფა“.

გოლები: 1:0 ბოგდანი (25), 1:1 ვაწაძე (41), 1:2 ლობჟანიძე (82)

 

ალბანეთი – საქართველო 2:2

2015 წლი. 16 ნოემბერი. ამხანაგური მატჩი. ტირანა. „ელბასან არენა“

გოლები: 0:1 ამისულაშვილი (2), 0:2 ჭანტურია (52), 1:2 ბაშა (89), ჩიკალეში (90+4)

 

29 მარტს ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი ტირანას „აირ ალბანიაზე“ გაიმართება. 20:00 საათიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.