რვა გოლი „გაგრასა“ და „დინამოს“ შეხვედრაში - დინამოელები სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამე ტური უხვგოლიანი თამაშით დაიწყო – „გაგრასა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრაში 8 გოლი გავიდა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 3:5.
ანგარიში თორნიკე კირკიტაძის პასით მე-9 წუთზე ანგარიში ულად-ომარ იმრანმა გახსნა, მაგრამ ტაიმის მიწურულს (39-ე წუთზე) „გაგრამ“ კონტრშეტევაზე მათეუს მარკონდელეს გოლით წონასწორობა აღადგინა. თუმცა, კირკიტაძის მეორე ასისტით უსმანე კამარამ (43) „დინამო“ ისევ დააწინაურა, რომელმაც ტაიმი 1:2 მოიგო.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა. „დინამოს“ უპირატესობა ზორან მარუშიჩმა (46), გაბრიელ სიგუამ (48) და უსმანე კამარამ (55) გაზარდეს. მართალია, მატჩის ბოლოს „გაგრას“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ დუბლით (74, 82) სხვაობა შეამცირა, მაგრამ „დინამომ“ გამარჯვება შეინარჩუნა 3:5.
„დინამო თბილისი“ სამი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით, 9 ქულით ლიდერობს და 11 გოლით სეზონში ყველაზე შედეგიანი გუნდია, „გაგრა“ კი ერთი ქულით მე-7 პოზიციაზეა და ყველაზე მეტი, 9 ბურთი აქვს გაშვებული.