რუუდ გულიტმა ნიდერლანდების ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა
რუუდ გულიტმა ნიდერლანდების ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა

ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდამ, „ოქროს ბურთის“ 1987 წლის მფლობელმა რუუდ გულიტმა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

რამდენიმე დღის წინ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა რონალდ კუმანმა და მან „ბარსელონა“ ჩაიბარა. დროებით, ნაკრების დამრიგებლის მოვალეობის შემსრულებელი დუაიტ ლოდევეგესი გახდა, რომელიც კუმანის ასისტენტად მუშაობდა.

პარალელურად, ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა ეროვნული გუნდისთვის სრულფასოვან მწვრთნელს ეძებს.

„თუ მე ნიდერლანდების ნაკრების გაწვრთნას შემომთავაზებენ, დავთანხმდები ამ წინადადებას“, – თქვა გულიტმა.

2017-18 წლებში გულიტი მუშაობდა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. მანამდე ის ავარჯიშებდა „ლოს ანჯელეს გელაქსის“, „ფეიენოორდს“, „ნიუკასლსა“ და „ჩელსის“.