რუუდ გულიტი - მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ არგენტინასთან ჯარიმით დაგვიმახსოვრეს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა გააკრიტიკა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების გამოსვლა. გუნდმა კატარში მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ პენალტების სერიაში დამარცხდა არგენტინასთან.
„კოდი გაკპო ჯგუფური ეტაპის ყველა ტურში იტანდა. გოლები ჰქონდა დევი კლასენსაც. შემდეგ იყო ინტერვიუ, რომელშიც დეპაიმ განაცხადა, რომ უჩევნია სტივენ ბერგვეინთან ერთად თამაში. ეს უცნაურია. მას პატივისცემა უნდა გამოეხატა გაკპოსა და კლასენის მისამართით. მათ ეს ნამდვილად არ მოეწონათ.
ისე ჩანდა, რომ ნაკრებში კომფორტული ატმოსფერო მიზანზე მნიშვნელოვანი იყო. ისინი ცერა თითს მაღლა სწევდნენ, როცა პასის შემდეგ ბურთი ერთი მეტრით გვერდზე ჩაუფრენდათ. რა არის ეს? ესენი არიან მოთამაშეები, რომლებსაც აღიზიანებთ კრიტიკა. ყველაფერი დეპაისგან დაიწყო. ასევე ვირჯილ ვან დეიკი გაბრაზდა მარკო ვან ბასტენის სიტყვებზე. ნაკრების ფეხბურთელები ძალიან გაანებივრეს, ძალიან ხშირად ეუბნებოდნენ, რამდენად კარგები არიან ისინი.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ შინ დავბრუნდით იმით, რომ ამ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მემკვიდრეობა დავტოვეთ: საჯარიმო დარტყმა არგენტინის წინააღმდეგ. ეს არის ყველაფერი, რითიც ამ ტურნირზე ყველას დავამახსოვრეთ თავი. მეტი არაფრით“, – დაწერა გაზეთ De Telegraaf-ის სვეტში გულიტმა.