რუსულმა გამოცემამ ქინქლაძე ინგლისში მოთამაშეთა სიმბოლურში შეიყვანა, შევჩენკოსთვის ადგილი არ მოიძებნა (ვიდეო)
გიორგი ქინქლაძე გამოცემა „სპორტსმა“ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების იმ ფეხბურთელებით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ვისაც პრემიერლიგაში უთამაშია.
გუნდში ასევე მოხვდნენ უკრაინელები – სერგეი ლუჟნი („არსენალი“) და ოლექსანდ ზინჩენკო („მანჩესტერ სიტი“), ბელარუსი ალექსანდრ გლები („არსენალი“), სომეხი ჰენრიხ მხითარიანი („მანჩესტერი“), ესტონელი რაგნარ კლავანი („ლივერპული“), ასევე რუსები – დმიტრი ხარინი („ჩელსი“), ანდრეი კანჩელსკისი („მანჩესტერი“), რომან პავლიუჩენკო („ტოტენჰემი“), პაველ პოგრებნიაკი („ფულჰემი“). სათადარიგოთა გუნდში კი ქართველებიდან მხოლოდ თემურ ქეცბაია შეიყვანეს, რომელმაც „ნიუკასლსა“ და „ვულვერჰემპტონში“ ითამაშა.
ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბში 1995 წელს თბილისის „დინამოდან“ გადასული ქინქლაძე დაუვიწყარმა დრიბლინგმა და სანახაობრივმა გოლებმა გუნდის საკულტო გმირი გახადა. ინგლისურ კლუბში სამჯერ გახდა წლის მოთამაშე, 2005 წელს კი მესამე ადგილი დაიკავა BBC-ის გამოკითხვაში, რომელშიც „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის „საკულტო გმირი“ გამოავლინეს.