რუსული სპორტიც შეჩერებულია
რუსული სპორტიც შეჩერებულია

რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დროებით გააუქმა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა საერთაშორისო ტურნირი.

„2020 წლის 17 მარტიდან გაუქმდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყველა საერთშაორისო სპორტული ტურნირი, მათ შორის, უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე რუს სპორტსმენებს აეკრძალათ მონაწილეობა ტურნირებში იმ რეგიონებში, სადაც გამოცხადებულია კარანტინი.

რუსეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 93 შემთხვევა.