საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
საერთაშორისო კომიტეტმა იმედგაცრუება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ რუსულმა მხარემ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, არაფერი გააკეთა ნდობის აღდგენისთვის. ამგვარი გადაწყვეტილების მთავარ კრიტერიუმად რჩება ის, რომ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტი კვლავ არ აღიარებს რიჩარდ მაკლარენის ანგარიშში რუსულ დოპინგზე მოყვანილ ფაქტებს. გარდა ამისა, რუსებს გადასახდელი აქვთ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისთვის 257 ათასი ევრო, რაც ასევე არ გაუკეთებია.
რუსეთის პარალიმპიურ კომიტეტს დისკვალიფიკაცია 2016 წელს მისცეს. რუსმა პარალიმპიელებმა სრული შემადგენლობით გამოტოვეს რიოს 2016 წლის პარალიმპიადა, ხოლო 2018 წელს, პიონჩანგში ნეიტრალური დროშით გამოდიოდნენ.