რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო მატჩის დროს რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა.
ეს ამბავი რუსეთის პირველი ლიგის მატჩის დროს მოხდა. „ნიჟნი ნოვგოროდის“ მცველი ვიტალი ფედორივი „სოჭთან“ გასვლითი თამაშის წინ, ჰიმნის შესრულების დროს რუსეთის დროშისკენ დემონსტრაციულად არ შებრუნდა. ეს ფაქტი ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ.
ლვოვში დაბადებულმა ფედორივმა „მორდოვიასთან“ სარანსკში პირველ ტურში შეხვედრის დაწყებამდეც იგივე გააკეთა, მაგრამ მაშინ უკრაინელი მცველი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და ყურადღება არ მიაქციეს.