რუსული მედია - „სპარტაკი“ ზამთარში ანანიძეს დაემშვიდობება
რუსული მედია - „სპარტაკი“ ზამთარში ანანიძეს დაემშვიდობება

„სპორტ-ეკსპრესის“ ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მოსკოვის „სპარტაკს“ ოთხი მოთამაშე დატოვებს, მათ შორის კი ჯანო ანანიძე დაასახელეს.

სპორტული გამოცემის ცნობით, მოსკოვური კლუბის „შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ მცველი სალვატორე ბოკეტი, ნახევარმცველები იველინ პოპოვი და რუსეთის ნაკრების წევრი ალექსანდრე სამედოვი. 

წყაროს ცნობით, „წითელ-თეთრების“ ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უკვე აცნობეს ფეხბურთელებს და მათ აგენტებს, რომ იანვარში ახალი გუნდების ძებნა დაიწყონ. თუმცა, კომენტარი გააკეთა ბოკეტის აგენტმა, რომლის თქმითაც, ეს ინფორმაცია აბსურდულია და სიმართლეს არ შეეფერება.

რუსეთის ჩემპიონატის 17 ტურის შემდეგ, „სპარტაკი“ 28 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ „ზენიტს“ 6 ქულით ჩამორჩება.