რუსული მედია კვარაცხელიაზე - სტადიონი მისგან მუდმივად სასწაულს ელოდა
რუსული მედია კვარაცხელიაზე - სტადიონი მისგან მუდმივად სასწაულს ელოდა

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩი „რუბინი“ – „როსტოვის“ მატჩის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ ექსპერტმა აღიარა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის თამაშმა რუსულ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

კაზანინფო

„ხვიჩას ფენომენალური სოლო-რეიდი „როსტოვის“ მეკარე პესიაკოვმა თავისი სეივით გააფუჭა. ქართველი ყველა შეტევისას ბურთს ითხოვდა და სტადიონი მისგან მუდმივად რაღაც სასწაულს ელოდა. ბიჭი კონცერტს შეკვეთით ატარებდა, მაგრამ თანაგუნდელების მცირედ დახმარებას იღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ „კრასნოდარი“ ერთადერთი გუნდი არაა, ვისაც ეს ბიჭი აინტერესებს. რა მოხდება, თუ ის „რუბინს“ დატოვებს?“.

„კომსომოლსკაია პრავდა-სამარა

„მეორე ტაიმში „რუბინმა“ თამაში გაათანაბრა და შეხვედრის ბოლოს კიდევ უფრო გააქტიურდა. ლეონიდ სლუცსკიმ რაღაც მომენტში გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა შეტევაში თამაში და ერთდროულად მოედანზე სამი ახალი მოთამაშე შეუშვა (მათ შორის, ზუკა დავითაშვილი). ასეთი რამ, ალბათ, მხოლოდ პოსტპანდემიურ პერიოდში შეიძლება ვიხილოთ. ტარასოვმა, ზურიკომ და მარკოვმა შეტევას ახალი „სისხლი“ შემატეს, მაგრამ რუბინში (და ზოგადად მატჩში) საუკეთესო ისევ ხვიჩა კვარაცხელია იყო. ის „როსტოვის“ კართან მუდმივად ხიფათს ქმნიდა და მუდამ წინ მიიწევდა. რასაც ის ბურთით აკეთებდა, ეს უბრალოდ ხელოვნება იყო. ხვიჩა „როსტოვის“ 2-3 მოთამაშეს გვერდს იოლად უვლიდა, მაგრამ დარტყმისთვის ძალა ყოველთვის არ ჰყოფნიდა. თანაც, სტუმრებს უმაღლესი დონის მეკარე სერგეი პესიაკოვი ჰყავდათ“.