ინტერნეტ-გამოცემა „ჩემპიონატის“ ინფორმაციით, რუსეთის პრემიერლიგის მახაჭყალის „ანჟი“ ნიკა ქუთათელაძესთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
გამოცემის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ასაკობრივი გუნდის 17 წლის თავდამსხმელი დაღესტნის დედაქალაქში რვა დღეა იმყოფება და მეორე ლიგის „სტროგინოსთან“ სრული მეორე ტაიმი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ „ანჟის“ ოფიციალური ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შემადგენლობასა და შეცვლაზე შესულებში ქუთათელაძე არ ფიგურირებდა, კლუბმა დაადასტურა, რომ ქართველი თავდამსხმელი მათ განკარგულებაშია.
„ახლა „ანჟი“ უეფას პასუხს ელოდება, რათა ქუთათელაძე განაცხადში შეიყვანოს“ – წერს გამოცემა.