რუსული „ლოკომოტივის“ შერკინების მწვრთნელად ქართველი დაინიშნა
რუსული „ლოკომოტივის“ შერკინების მწვრთნელად ქართველი დაინიშნა

რუსულ სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბს ქართველი სპეციალისტი შეუერთდა. დავით გურგენაძე შერკინების მწვრთნელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც დაკავებული თანადებობა დიმიტრი კირსანოვმა დატოვა.

დავით გურგანიძე საქართველოში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში თამაშობდა. იგი წლების განმავლობაში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, გურგენაძე ესპანეთის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელია. საფრანგეთში კი გურგენიძე ფედერალ 1-ში და პრო დე2-ში ასპარეზობდა. 2012 წლიდან მორაგბე საქართველოში დაბრუნდა, სადაც „არმიისა“ და „ჯიქების“ ღირსებას იცავდა. გურგენაძე საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა.

2015-2017 წლებში გურგენაძე „ჯიქების“ მწვრთნელად მუშაობდა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 2018 წლიდან კი „არმიის“ შერკინების მწვრთნელი იყო.