დასაშვებად მიიჩნევს თუ არა რუსეთის ჩემპიონად აღზევებული მოსკოვის “ლოკომოტივი” საბა კვირკველიას სხვა რუსულ კლუბში გაშვებას? ქართველი მცველის შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვას კლუბის პრეზიდენტმა ილია გერკუსმა უპასუხა..
“ეს კლუბის ამბიციებზე იქნება დამოკიდებული. ვთქვათ, თუ დიდი კლუბია და მთელი ბიუჯეტის საბაზე დახარჯვას გადაწყვეტს? ჩვენ კვირკველიაში ძალიან დიდ თანხას ვითხოვთ, რუსული კლუბისთვის კი ეს ფასი დაახლოებით 15% -ით გაიზრდება. ეს არის ერთგვარი პრემია იმისთის, რომ კვირკველიას სხვა გუნდში გადასვლის შემდეგ მისი კარის აღება უფრო გაგვიჭირდება. საბა ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მცველია. იგი რუსულ ლიგასთან ადაპტირებულია, ტურნირს და ლიგის ყველა ფორვარდს კარგად იცნობს და საერთოდ, მას არაფრის ეშინია “, – ამბობს გერკუსი რუსული ინტერნეტ-გამოცემა “ჩემპიონატთან” მიცემულ ინტერვიუში.