რუსული კლუბები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2022-23 წლების სეზონის ევროტურნირებში, – ამის შესახებ იტყობინება უეფა-ს პრესსამსახური.
ტურნირების სიაში მოხვდა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კონფერენციის ლიგა, ქალებს შორის ჩემპიონთა ლიგა და იუნიორთა ჩემპიონთა ლიგა.
გარდა ამისა, უეფა-მ უარყო რუსეთის განაცხადი ევროპის 2028 და 2032 ჩემპიონატების მასპინძლობაზე. ასე რომ, ევრო 2028-ის ორგანიზებაზე პრეტენზიას აცხადებენ დიდი ბრიტანეთი/ირლანდია და თურქეთი, ევრო 2032-ზე – თურქეთისა და იტალიის ერთობლივი განაცხადი.
და კიდევ, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას ევრო 2023-ში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს.