რუსული გუნდები უეფა-ს ეგიდით გასამართი ტურნირების მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე ითამაშებენ #1TVSPORT
რუსული და უკრაინული კლუბები, რომლებიც ჯერ ისევ მონაწილეობენ ევროთასებზე, აგრეთვე ამ ქვეყნების ნაკრებები თავიანთ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. ამის შესახებ წერია უეფა-ს განცხადებაში.
„უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსული და უკრაინული კლუბები და ეროვნული ნაკრებები, რომლებიც მონაწილეობენ უეფა-ს ტურნირებში, ვალდებულნი იქნებიან თავიანთი საშინაო მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატარონ.
ამასთან, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი რჩება მოლოდინის რეჟიმში და მზად არის მოიწვიოს რიგგარეშე სხდომები სიტუაციის ცვლილებებიდან გამომდინარე“, – წერს უეფა-ს პრესსამსახური.
რუსული კლუბებიდან ევროთასებზე მხოლოდ მოსკოვის „სპარტაკია“ შემორჩენილი, რომელმაც ევროპის ლიგის მერვედფინალში უნდა ითამაშოს.