რუსულმა გამოცემა ”sports.ru”-მ ქვეყნის საფეხბურთო პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაღაურებადი მოთამაშეების სია გამოაქვეყნა.
1 ლეანდრო ფარედესი, ”ზენიტი” 5.0 მილიონი ევრო
2 ვედრან ჩორლუკა, “ლოკომოტივი” 4,5
3 ბრანისლავ ივანოვიჩი, ”ზენიტი” 4,1
4 მანუელ ფერნანდეში, “ლოკომოტივი” 3.8
5 ქუინსი პრომესი, “სპარტაკი” 3.8
6 არტიომ ძიუბა, ტულის “არსენალი” 3.6
7 ლუის ადრიანო, “სპარტაკი” 3.5
8 ალექსანდრე კოკორინი, “ზენიტი” 3.3
9 დომენიკო კრიშიტო, ”ზენიტი” 3.0
10 ფიოდორ სმოლოვი, “კრასნოდარი” 2.9
ლეანდრო ფარედესი 23 წლისაა. მან მოახერხა ”რომასა” და სერია A-ში თავის გამოჩენა და რუსეთში გადავიდა. ეს შემთხვევით არ მომხდარა – არგენტინელი ნახევარმცველი იტალიაში 8-ჯერ ნაკლებ ხელფასს იღებდა.
გამოცემამ სულ რუსული პრემიერლიგის 68 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სია გამოაქვეყნა, სადაც ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ჯიქია და საბა კვირკველია მოხვდნენ: ორივე მათგანი, მოსკოვის ”სპარტაკის” და ”ლოკომოტივის” მცველიც, 1,7 მილიონ ევროს იღებს და რეიტინგში 58-59-ე ადგილს ინაწილებენ.
რამდენად ზუსტია ეს ციფრები? ”sports.ru”-ს ცნობით, მონაცემები მიიღეს საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებისგან, სპორტული დირექტორებისგან, მწვრთნელებისგან, აგენტებისა და თავად მოთამაშეებისგან. რეიტინგის მაჩვენებლები მოთამაშეთა გარანტირებული წლიური შემოსავალია, მათ შორის შედის ხელფასი და საკონტრაქტო თანხაც, რაც ხელშეკრულებით ვადის მიხედვით რამდენიმე წელზეა გათვლილი.
თუმცა, რუსულ ფეხბურთში ყველაფერი რთულად არის და უცნობია ამ თანხებიდნა ოფიციალურად თუ არაოფიციალურად რამდენი რჩებათ მენეჯერებს, კლუბის ხელმძღვანელებს, რაც რუსეთში (და არა მარტო ამ ქვეყანაში) დამკვიდრებული პრაქტიკაა.