რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტური ქართველების გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტთან, სამარის „კრილია სოვეტოვთან“ 0:1 წააგო.
ყაზანელთა ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 45-ე წუთზე კი მსაჯმა მეორედაც „გააყვითლა“ და მოედანი დაატოვებინა.
რუსული გამოცემა „სოვეტსკი სპორტის“ მიმომხილველმა რუსეთში ვიდეორეფერის მუშაობა გააკრიტიკა და ერთ-ერთ მაგალითად კვარაცხელაის გაძევება მოიყვანა.
„რუსეთის პრემეირლიგაში ვიდეორეფერი ყველა თამაშზე მოქმედებს, მაგრამ ამით სამსაჯო შეცდომების რაოდენობა არ შემცირებულა. მაგალითად, სამარის „კრილია სოვეტოვთან” ხვიჩა კვარაცხელაის შეცდომა იკმარებს. მე-17 წუთზე მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა. ხვიჩა კვარაცხელია დაჯარიმდა – ეს ჩვეულებრივი დარღვევა იყო, რაც გაფრთხილებას არაფრით არ იმსახურებდა. რომ არა ეს ყვითელი ბარათი, ქართველს პირველი ტაიმის ბოლოს არ გააძევებდნენ მეორე და დამსახურებული ყვითელი ბარათისთვის” – წერს „სპორტ ეკსპრესის” მიმომხილველი.