რუსული გამოცემა - კვარაცხელია კვალიფიციურ პარტნიორებთან აუცილებლად მოუმატებს
გამოცემა „სოვსპორტმა“ რუსეთის პრემიერლიგის ის ცხრა მოთამაშე შეარჩია, რომლებმაც სეზონის ბოლო ნაწილის შედეგებით უკეთეს კლუბში თამაში დაიმსახურეს. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის დახასიათებაში ბევრია სასიამოვნო წასაკითხი, მაგრამ გამოცემა იმაში ცდება, რომ კვარაცხელიასთვის მოსკოვსა და პეტერბურგში თამაში ოცნების მწვრვალი არაა – რუსებს ძალიან უნდათ, რომ ევროთსებზე შერცხვენილი მათი კლუბები ევროპული გრანდების რანგში განიხილებდონენ.
ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის „რუბინი”
ასაკი: 21 წელი
სტატისტიკა: 16 მატჩი, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა
საბაზრო ღირებულება: 7,5 მლნ
„ადამიანი, ვინც წარდგენას არ საჭიროებს. ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ნათელი დრიბლიორი (3,6 დრინლინგი თამაშში, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია) და ყველაზე არასტანდარტული მოთამაშეა. რაც მას ჯერ კიდევ აკლია, ეს გოლები და საგოლე პასებია – 16 მატჩში მხოლოდ ორი გოლი და ორი პასი გააკეთა.
მაგრამ ასაკთან და უფრო კვალიფიციურ პარტნიორებთან ერთად, აუცილებლად მოუმატებს. მისით უკვე დაინტერესდნენ იტალიური კლუბები – „ტორინო“, „უდინეზე“ და „სასუოლო“, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მისთვის უცხოეთში წასვლა ნაადრევია, მაგრამ „ზენიტისთვის“, რომელიც მარცხენა ფლანგის შემტევს ვერ პოულობს, შესანიშნავი იქნებოდა“, – წერს გამოცემა.