რუსული გამოცემა დავითაშვილზე - „რუბინში" ქართველ ტალანტზე უარს არ იტყვიან
ზურიკო დავითაშვილი ყაზანის „რუბინთან” ერთად თურქულ შეკრებაზეა და სეზონისთვის ემზადება.
17 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ყაზანელთა შემადგენლობაში უკვე ითამაშა. ბელექში „რუბინი“ უნგრულ „დიოშდიორს“ საკონტროლო შეხვედრაში დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა, დავითაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა.
ქართველის რუსული პრემიერლიგის კლუბში ჩარიცხვის პერსპექტივაზე წერილი business-gazeta.ru-ში გამოქვეყნდა.
„მეორე ნახევარში „რუბინში“ რამდენიმე გასასინჯი ფეხბურთელი გამოჩნდა. კერძოდ, ზურიკო დავითაშვილი – თბილისის „ლოკომოტივის“ 17 წლის ნახევარმცველი, რომელიც შესვენების შემდეგ მოედანზე ყველაზე კარგად გამოიყურებოდა. ზოგიერთი მედია-საშუალება იტყობინებოდა, რომ მოთამაშე „რუბინში“ სრულფასოვანი კონტრაქტით უკვე გადავიდა, მაგრამ ასე არაა. დავითაშვილის კლუბი მხოლოდ გასინჯვაზეა და შეთანხმების გარეშე ვარჯიშობს. მისი საკითხი მხოლოდ შეკრების შედეგების საფუძველზე გადაწყდება“ – წერს business-gazeta.ru.
რუსული გამოცემა უნგრელებთან ქართველის თამაშს დადებიტად აფასებს: „საკონტროლო შეხვედრაში „დიოშდიორთან“ ქართველი პლეიმეიქერის როლში მშვენივრად გამოიყურებოდა, თავის გამოჩენის შანსი ჰქონდა და მთლიანობაში, ბურთს უნარიანად ანაწილდება. „რუბინში“ ქართველები – ეს დიდი ხანია ტრადიციაა მდიდარი ისტორიით. ამიტომ დიდი ალბათობით, ყაზანელები ახალგაზრდა ტალანტზე უარს არ იტყვიან“.