რუსულ კლუბში საუკეთესო მოთამაშის პრიზად „კალაშნიკოვის“ ავტომატი დააწესეს
რუსულ კლუბში საუკეთესო მოთამაშის პრიზად „კალაშნიკოვის“ ავტომატი დააწესეს

რუსეთში ჰოკეის რანგით მეორე ლიგის კლუბმა „იჟსტალმა“ უჩვეულო ტრადიცია შემოიღო. ერთ-ერთი მატჩის მოგების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი რამილ საიფულინი გუნდთან გასახდელში შევიდა კალაშნიკოვის ნამდვილი ავტომატით.

როგორც „იჟსტალის“ ოფიციალური ვებგვერდი წერს, ამიერიდან, ეს პრიზი გადაეცემა ამ გუნდის მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, რომელსაც თავად ჰოკეისტები აირჩევენ.

პრიზის პირველი მფლობელი მეკარე საველი კონონოვი გახდა.

„ბიჭებო, ყველას გილოცავთ მოგებას. თუ ცუდად ვითამაშებთ – აი, ამ ავტომატიდან დაგვხვრეტენ“, – იხუმრა კონონოვმა ავტომატის მიღების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ქალაქ იჟევსკშია „კონცერნი კალაშნიკოვი“, რომელიც უშვებს ცნობილ ავტომატებს.