რუსულ კლუბებს კრიზისი დაერიათ - „ხიმკიმ“ პრემიერლიგაზე უფულობის გამო უარი თქვა
რუსულ კლუბებს კრიზისი დაერიათ - „ხიმკიმ“ პრემიერლიგაზე უფულობის გამო უარი თქვა

„ხიმკიმ“ რუსეთის პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში გადასვლის უფლება მოიპოვა. მაგრამ გუნდი პირველ ლიგაში დარჩება, მიზეზი ფინანსური პრობლემებია – ინფორმაციას გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

მარათალია, რუსეთში ფინანსურ კრიზისზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ საფეხბურთო კლუბებს, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, სერიოზული პრობლემები შეექმნათ. „ხიმკის“ შემთხვევა ამის მაგალითად გამოდგება.

მოსკოვის სპორტის მინისტრმა რომან ტურიუშკოვმა თქვა, რომ „ხიმკი“ მომავალი სეზონიდან იურიდიულ სტატუსს შეიცვლის, კერძო კლუბი გახდება და ისევ პირველ ლიგაში დარჩება.

როგორც ირკვევა, კლუბს სახელფასო დავალიანება დაუგროვდა, რომლის გადახდის გარეშეც პრემიერლიგისთვის სასურველ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს.