რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს
რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს.

ოფისში მისულ პარტიის წევრებს ბანერები დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც ოფისის თანამშრომლები ამბობენ საპატრულო ეკიპაჟის წევრები  ოქმს ადგენენ.