რუსთავში, მე-4-ე საჯარო სკოლასთან მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მიმავალ 13 წლის ბიჭს დაეჯახა.
მოზარდი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიჭი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.