საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა.
ეროვნული ლიგის წარმომადგენელს რეგიონული ლიგის დუშეთის „არაგვი“ დაუპირისპირდა – მატჩი რუსთავში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0. რუსთაველებიდან ორივე გოლი თემურ ჩოგაძის ანგარიშზეა.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ მოთამაშე იტალიიდან დაიმატა – თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე, რომელიც წლების განმავლობაში „ემპოლიში“ ირიცხებოდა, ბოლოს კი სერია „ც“-ს „ლუკეზეში“ გამოდიოდა. 2011-12 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების წევრი გახლდათ.