”რუსთავმა” მოგება გაიხსენა
”რუსთავმა” მოგება გაიხსენა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგში მე-5 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ბოლნისის ”სიონმა” ”რუსთავს” უმასპინძლა და დამარცხდა.

ანგარიში 39-ე წუთზე, ზაზა ციცქიშვილის გადაცემით, სტუმართა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ გახსნა 0:1. 89-ე წუთზე რუსთაველებმა მეტოქის კარი მეორედაც აიღეს: ოთარ მარცვალაძემ მცველი იოლად ჩამოიშორა და კარის წინ მარტო დარჩენილ ბექა მიქელთაძეს უპასა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:2.

ამ გამარჯვებით ”რუსთავმა” 6 ქულა დააგროვა, ”სიონს” ორი ქულით გაასწრო და მე-6 ადგილზე დაწინაურდა.

დღეს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე, გათამაშების ლიდერი ”საბურთალო” ითამაშებს – გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები თანაქალაქელ ”ლოკომოტივს” შეხვდებიან.