ლუკა ასათიანი პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნდა – „იაგელონიას“ ახალგაზრდული გუნდის მცველი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ „რუსთავში“ ჩაირიცხა.
20 წლის ტანმაღალი მცველი 35-ე სკოლის გაზრდილია და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. „იაგელონიაში“ იგი 2016 წელს, 16 წლის ასაკშ ჩაირიცხა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ დუბლებში ჰქონდა.
„16 წლიდან მთავარ გუნდში ვვარჯიშობდი, მაგრამ იქ მხოლოდ ამხანაგურ თამაშებს ვთამაშობდი, თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა და საბოლოოდ კონტრაქტის გაწყვეტა ვამჯობინე. გუნდში ჩემს პოზიციაზე პოლონური ლიგის გამორჩეული მცველების დუეტი, ხორვატი რუნი და ბრაზილიელი გუტი თამაშობდნენ. მათთან კონკურენცია რთული იყო. პოლონეთიდან წამოვედი და რამდენიმე დღის წინ „რუსთავთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე“, – ამბობს ლუკა ასათიანი.
20 წლის მცველი იმედოვნებს, რომ დიდებში თამაში მის კარიერაში წინსვლა დაიწყება: „პოლონეთში რამდენიმე ვარიანტი იყო, „იაგელონიაში“ დარჩენაც შემომთავაზეს, თუმცა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლა და „რუსთავში“ თამაში ჯობდა. მიმაჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე ყველაზე კარგი არჩევანი იყო. ჩემთვის დიდებში გადასვლა და სათამაშო პრაქტიკის მიღება ყველაზე მნიშვნელოვანია“.