რუსთავმა ამხანაგურში სიონი დაამარცხა
ეროვნული ლიგის გუნდების უმრავლესობა საქართველოში ემზადება. თბილისში, მუხიანის სარაგბო კომპლექსში, დღეს ორმა მათგანმა საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – რუსთავი ბოლნისის სიონს შეხვდა და დაამარცხა.
რუსთაველებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი გამართეს – ამჯერად, გუნდი მოედანზე გიორგი შაშიაშვილს არ გაუყვანია, რომელიც გუნდიდან წავიდა.
რუსთავმა 3:1 მოიგო. ანგარიში სიონის თავდამსხმელმა ვილი ისიანმა გახსნა. ამის შემდეგ, რუსთაველებმა უპირატესობა მოიპოვეს და ზაზა ციცქიშვილის, ბექა ქავთარაძისა და ცოტნე კაპანაძის გოლებით გაიმარჯვეს.
სიონი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 2 თებერვალს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.