თურქულ შეკრებაზე საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა 3 საკონტროლო მატჩი უკვე ჩაატარა.
ბოლო შეხვედრა “რუსთავმა” უზბეკური “ალმალიკის” წინააღმდეგ გამართა, სადაც საქარტ[ელოს ნაკრებსი ყოფილი ნახევარმცველი შოთა გრიგფალაშვილი გამოდის.
ქართული გუნდიდან გოლი ლევან გეგეჭკორმა გაიტანა, მეტოქემ ანგარიში მეორე ნახევრის მიწურულს პენალტით გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.
”რუსთავი”: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობახიძე, ცხოვრებოვი, ენდელაძე, პაპავა, ფონიავა, სიჭინავა, გორელიშვილი, კვირკვია, ბარაბაძე
შეცვლაზე: მარცვალაძე, ციცქიშვილი, ჩოგაძე, ცარიკაევი
“რუსთავი” კიდევ 3 სპარინგ-მატჩს გამართავს. თურქეთში გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული მათე ცინცაძე შეუერთდა. თურქეთში ასევე გაემგზავრა საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” დირექტორატის წევრი და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ვარლამ კილასონია.