რუსთავის „ფოლადის’’ სტადიონი უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა
რუსთავის „ფოლადის’’ სტადიონი უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა რუსთავში იმყოფებოდა, სადაც რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სტადიონ „ფოლადის“ საკითხი განიხილა.

სტადიონი რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საკუთრებაშია. მისი მერიისთვის გადაცემის საკითხი 2017 წლიდან განიხილება. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულდა და „ფოლადი“ რუსთავის მერიას გადაეცემა.

„სტადიონის გადმოცემამდე ვერაფერს ვაკეთებდით, რადგან ჩვენს საკუთრებაში თუ არ იქნება, ფეხბურთის ფედერაცია ვერ განახორციელებს იმ ინვესტიციებს, რაც დაგეგმილი იყო. როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფარს შეცვლის“, – ამბობს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

„ფეხბურთის ფედერაციამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო და რამდენიმე სტადიონზე მოედნის საფარი უკვე იცვლება. პარალელურად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები სტადიონებს მოაწესრიგებენ. რუსთავის „ფოლადის“ სტადიონიც ამ პროექტში მოიაზრება. როგორც კი სტადიონის გადაცემის პროცედურა დასრულდება, ჩვენ მოედნის შეცვლას დავიწყებთ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.