„რუსთავი“ ბოლო ნახევარფინალისტია
„რუსთავი“ ბოლო ნახევარფინალისტია

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ბოლო ნახევარფინალისტი “რუსთავი” გახდა. “ბათუმთან” სერიის მესამე მატჩში ქვემოქართლელებმა 78:69 მოიგეს და გაიმარჯვეს სერიაში – 2:1.
“რუსთავმა” ძალიან დამაჯერებლად მოიგო გადამწყვეტი მატჩი. მასპინძელთა უპირატესობა ხშირად 20 ქულას უდრიდა, სტუმრები კი ერთხელაც არ ყოფილან ანგარიშში დაწინაურებული.

“რუსთავის” რიგებში 19 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო კრეიგ ოსაიქიუოუენი. 20 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა ადამ ბლეიზეკმა, ხოლო ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 13 ქულა და ამდენივე მოხსნა იყო.

ნახევარფინალურ სერიაში “რუსთავი” რეგულარულის ჩემპიონ “ქუთაისს” შეხვდება. მეორე ნახევარფინალში “დინამოსა” და “მგზავრების” ორთაბრძოლა იქნება. ნახევარფინალური სერია 13 მაისს დაიწყება. საერთო გამარჯვებისთვის სამი მატჩის მოგებაა საჭირო.