რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას აპირებენ
რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას აპირებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას აპირებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის ლიდერები ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლებენ.

„მივეცით პირობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ არ გავიმარჯვებთ. გადავალთ ჩიტაძის მხარეს, ჩავდგებით წინ და დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს. დაინახონ ჩვენი ძალა, რომ ეს პარლამენტი არ ეკუთვნით ბიძინა ივანიშვილის მონებს. პარლამენტი ეკუთვნის ხალს. ჩვენი პროტესტი არაძალადობრივია“ ,- განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.