სათხილამურო რბოლაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლგა დანილოვამ ქალაქ ალექსანდროვში სპორტული სკოლის დირექტორს ეკატერინა შაგოვას სცემა.
2018 წლის დეკემბრის მიწურულს, დანილოვამ შაგოვა თავის კაბინეტში გამოიძახა და მძლეოსნობისა და სათხილამურო რბოლის სპორტული სკოლის კოლექტივი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, აგრეთვე ხაზი გაუსვა შიდა სასკოლო ტურნირების ცუდ ორგანიზაციას. პასუხად შაგოვამ განაცხადა, რომ დანილოვამ კატასტროფამდე მიიყვანა ალექსანდროვში სათხილამურო სპორტის სახეობები.
ქალებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომლის დროსაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა დირექტორს ნაძვის ხე ჩაარტყა, შემდეგ კი მისი დახრჩობა სცადა. ცოტა ხანში, ორივემ განცხადება შეიტანა პოლიციაში, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა უარი თქვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.
საინტერესოა, რომ ალექსანდროვში სპორტული სკოლა ოლგა დანილოვას სახელს ატარებს.