რუსმა ჰოკეისტმა კანადის მოქალაქეობა მიიღო | "ჩემი შვილები თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ"
რუსული ჰოკეის კლუბის „მეტალურგის“ ფორვარდმა ნიკოლაი კულემინმა მოიგო სასამართლო პროცესი და მიაღწია საკუთარი თავისთვის და მეუღლისთვის კანადის მოქალაქეობის მიღებას.
„რუსეთმა ბევრი რამ მომცა, მაგრამ ახლა, ჩემს მშობლიურ სახლად კანადას მივიჩნევ. ჩემი შვილები იმსახურებენ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას“, – განაცხადა კულემინმა თავის წერილობით ჩვენებაში.
ჰოკეისტს კანადის მოქალაქეობაზე განაცხადი 2014 წელს ჰქონდა შეტანილი. პირველი მოსმენა 2017 წელს გაიმართა და კულემინს უარი უთხრეს მოქალაქეობაზე. მაგრამ, ამჯერად, ფედერალურმა სასამართლომ სპორტსმენის მხარე დაიჭირა.
კულემინი 2008-14 წლებში „ტორონტოში“ თამაშობდა.