რუსმა ქერლინგისტმა ალექსანდრ კრუშელნიცკიმ ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე. რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაციის ათვლა 2018 წლის 12 თებერვლიდან იწყება.
პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების დროს, კრუშელნიცკის დოპინგ-სინჯში აღმოჩნდა მილდრონატის კვალი. ქერლინგისტი დამნაშავედ ცნეს ანტისადოპინგო სააგენტოს წესების დარღვევაში. ამის გამო, მას და მის პარტნიორს ანასტასია ბრიზგალოვას ჩამოართვეს პიონჩანგში ქერლინგის დაბლ-მიქსტში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.