რუსი ნახევარმცველის უცნაური კომენტარი - ურუგვაისთან წაგებაზე პრეტენზია არბიტრთან გაგვაჩნია
რუსეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ურუგვაისთან პირწმინდად წააგო (0:3) და მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა.
აღმოჩნდა, რომ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი, ალექსანდრე სამედოვი გუნდის სუსტ თამაშს აღიარებს, თუმცა შეხვედრის მთავარ არბიტრსაც ადანაშაულებს. მისი ერთ-ერთი პრეტენზია ძალიან უცნაურია – თურმე, მსაჯი სულ იღიმოდა.
„ურუგვაი მაღალი კლასის ნაკრებია, მაგრამ მასთან თამაში შეიძლებოდა. მთავარ არბიტრთან პრეტენზია გაგვაჩნია. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება ძალიან უცნაური იყო. მაგალითად, შესაძლებელი იყო, იგორ სმოლნიკოვისთვის პირველი ყვითელი ბარათი არ მიეცა. ამას გარდა, მსაჯი მოთამაშეების მიმართვაზე ძალიან უცნაურად რეაგირებდა და მუმდივად იღიმოდა“, – სამედოვის ეს უცნაური კომენტარი რუსულმა ინტერნეტგამოცემა sportbox.ru-მ გაავრცელა.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!