რუსი ნახევარმცველი საქართველოს სახელით ითამაშებს - დედით ქართველმა საბა საზონოვმა კარიერა სამტრედიაში დაიწყო #1TVSPORT
„საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის მცველი საბა საზონოვი ითამაშებს – ფეხბურთელი უკვე წავიდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე“, – ინფორმაციას მოსკოვის „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
საბა საზონოვი „ზენიტის“ აღზრდილია, მაგრამ 2021 წლის ზაფხულიდან ის მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა. მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში მან უკვე 16 მატჩის ჩატარება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ საზონოვის გარდა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც წამოვიდა ლუკა გაგნიძე, რომელიც საზონოვს მოსკოვურ კლუბში თამაში დროს დაუმეგობრდა.
საბა საზონოვს ქართველი დედა ჰყავს – ნინო ნიშნიანიძე ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონ გუნდში, დიდი ჯიხაიშის „ჯიკოში“ თამაშობდა. რომელმაც შვილებს ქართული სახელები შეურჩია – საბა და დათა. პატარა ასაკში საბა მშობლებთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა და ხუთი წლის ასაკში ფეხბურთზეც ამ ქალაქში შევიდა.
საზონოვი საქართველოს ხშირი სტუმარია, რუსულ მედიაში მუდამ აფიქსირებდა, რომ უყვარს დედის სამშობლო და ქართული ენაც კარგად იცის – საბა თანაგუნდელ ლუკა გაგნიძეს დინამოელებთან ურთიერთობაში, ინტერვიუების დროს და ენის ათვისებაში ეხმარება.
საბა საზონოვი
დაიბადა 2002 წლის 1 თებერვალს (20 წლის) სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სიმაღლე: 194 სმ
წონა: 85 კგ
კლუბი: დინამო (მოსკოვი)
ნომერი: 15
საკლუბო კარიერა
2019-2021 ზენიტი (პეტერბურგი) 1 (0)
2019-2021 ზენიტი-2 24 (3)
2021 – დინამო (მოსკოვი) 14 (0)