რუსი მოკრივეები არ მიიღებენ მონაწილეობას პარიზის ოლიმპიადაში, – ამის შესახებ რუსეთის კრივის ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა.
განცხადებაში წერია, რომ რუსი მოკრივეები არასოდეს გაემგზავრებიან საერთაშორისო ტურნირებზე ნეიტრალურ სტატუსით, რადგან არ სურთ, საკუთარ ქვეყანას უღალატონ.
ცნობილია, რომ რუსი მოკრივეები საკუთარი დროშის ქვეშ ასპარეზობენ ტურნირებში, რომლებიც კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) მიერ არის ორგანიზებული. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტია რუსი უმარ კრემლევი.