რუსი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა
რუსი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა

რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

სუბრიელ მატიასის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მისმა მწვრთნელმა, ბადი მაკგირტმა მიიღო და როგორც ირკვევა, დადაშევს გასახდელამდე დამოუკიდებლად მისვლაც კი გაუჭირდა.

მოგვიანებით, ის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და ოპერაციაც გაუკეთდა, თუმცა გამოჯანმრთელება ვეღარ შეძლო და 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსეთის კრივის ფედერაციაში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება.