რუსი მოციგურავეების დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა - ისინი 2023-24 წლების სეზონს გამოტოვებენ #1TVSPORT
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ ის არ აპირებს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ ადრე დაწესებული სანქციების შეცვლას. როგორც ცნობილია, რუსი და ბელარუსი მოციგურავეები, ციგურებით მორბენლები და შორტტრეკისტები 2022 წლის მარტამდე ჩამოცილებული იყვნენ საერთაშორისო ტურნირებს.
„ISU აგრძელებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, ძალაში რჩება 2 469 რუსი და ბელარუსი სპორტსმენის მიმართ ადრე მიღებული გადაწყვეტილება“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი და ბელარუსი მოციგურავეები გამოტოვებენ 2023-24 წლების სეზონს.