მსოფლიოს მძლეოსნობის ასოციაციის (World Athletics) პრეზიდენტმა სებასტიან კოემ გამოაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ არიან დაშვებულნი მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 16 ივლისს ამერეკის შეერთებულ შტატებში დაიწყება.
„ეს ნაბიჯი მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრის შემდეგ გადაიდგა. ლაპარაკია პატიოსან კონკურენციაზე. წარმოუდგენელი იქნებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ბელარუსი და რუსი ათლეტებით იმ დროს, როცა უკრაინელ სპორტსმენებს უდიდესი სირთულეების გადალახვა უწევთ ამ ტურნირზე მისახვედრად“, – მოჰყავს კოეს სიტყვები სააგენტო AP-ს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე World Athletics-მა პირველ მარტს ჩამოაშორა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებს.
გარდა ამისა, ბრიტანელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, 2022 წლის ნოემბრამდე დატოვოს ძალაში რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის წევრობის შეჩერება World Athletics-ის რიგებში.
რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას რუსულ მძლეოსნობაში ხმაურიანი დოპინგსკანდალის შემდეგ 2015 წელს შეუჩერეს წევრობა საერთაშორისო ფედერაციაში.