რუსი გულშემატკივრები საფრანგეთში ინგლისელის ცემისთვის დააპატიმრეს
რუსი გულშემატკივრები საფრანგეთში ინგლისელის ცემისთვის დააპატიმრეს

საფრანგეთის სასამართლომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება გამოიძია და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს, მიხეილ ივკინსა და პაველ კოსოვს განაჩენი გამოუტანა.

როგორც ცნობილი გახდა, ივკინს თავისუფლება სამი წლით აღუკვეთეს, ხოლო კოსოვს – 10 წლით. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურორმა გულშემატკივრებისთვის 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებზე სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს ბუშერ-დუ-რონაში დაიწყო. ფანები მიუნხენში, 2018 წლის თებერვალში საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. გარკვეული დროის შემდეგ ისინი საფრანგეთის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა გულშემატკივრებმა ევრო 2016-ის მსვლელობის დროს საფრანგეთში იჩხუბეს და ინგლისელ გულშემატკივარს, ენდრიუ ბეიჩს თავს დაესხნენ.