რუსი ბიატლონისტის შედეგები დოპინგის გამო გაუქმდა

20:35, 20.10.2019

ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა რუსი სპორტსმენის, მარგარიტა ვასილიევას შედეგები ყველა ტურნირზე გააუქმა, რომელშიც ეს უკანასკნელი  2019 წლის ოთხი თებერვლიდან მონაწილეობდა. ამის გამო, რუსეთის ქალთა ნაკრები ერთა თასის ჩათვლაში ტოპ-ხუთეულიდან გამოვარდა და დაკარგა მეექვსე ქვოტა მსოფლიოს 2019-20 წლების თასის გათამაშებაში.

უფრო ადრე, ვასილიევამ წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. მან სასჯელი არასაშეჯიბრო პერიოდში დოპინგ-ტესტების სისტემატიური გამოტოვების გამო დაიმსახურა. დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა სექტემბრიდან იწყება.

ვასილიევას შარშან ჰქონდა დებიუტი მსოფლიოს თასზე. გერმანიის ობერჰოფში გამართულ ეტაპზე ესტაფეტაში მან პირველი ადგილი დაიკავა .

მსგავსი