რუშთუ - დახმარებას, რომელიც „ბარსელონამ“ აღმომიჩინა, ვერასოდეს დავივიწყებ
„ბარსელონასა“ და თურქეთის ნაკრების ყოფილმა მეკარე რუშთუ რეჩბერმა მადლობა გადაუხადა კატალონურ კლუბს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირების დროს მიიღო.
„კლუბისგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი ავადმყოფობის დროს და მის შემდეგაც. ასეთ დროს პატარა დეტალებიც მნიშვნელოვანია და მე არ დაავიწყდება არაფერი, რაც „ბარსელონამ“ ჩემთვის გააკეთა, როცა კორონავირუსისგან ვკვდებოდი. მათ ამ ვალს ალბათ ვერასდროს გავუსტუმრებ. მადლობას ვუხდი ყველას, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ბარტომეუს“, – რუშთუს ამ სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“ (As) ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუშთუ საავადმყოფოდან 6 აპრილს გაწერეს, მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.