რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად პროფესიონალი სპორტსმენების მოხალისეთა რაზმების შექმნა დაიგეგმა #1TVSPORT
რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად პროფესიონალი სპორტსმენების მოხალისეთა რაზმების შექმნა დაიგეგმა #1TVSPORT

რუსეთში იგეგმება პროფესიონალი სპორტსმენების მოხალისეთა რაზმების შექმნა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ გამოაცხადა ტელეკომპანია PTP-მა სიტუაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

საკითხის წინასწარი განხილვა მოსკოვში ორშაბათს გაიმართა. ამ მომენტისთვის სამობილიზაციო პროცესში, ძირითადად, რეგიონალური სპორტული ფედერაციები ჩაერთვებიან და მათ ამის შესახებ უახლოეს ხანში აცნობებენ.

თუ ექსპერიმენტი წარმატებულად გამოცხადდება და შეგროვდება საკმარისი რაოდენობით მოხალისე, არ არის გამორიცხული ამ პროცესში მოსკოვის ფედერაციების ჩართვა.